გუშინ ცნობილი მომღერალი რობი უილიამსი მამა გახდა.
მუსიკოსის მეუღლემ აიდა ფილდმა ქალაქ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში რობინს ქალიშვილი აჩუქა.
პატარა უილიამსი ჯანმრთელი დაიბადა. ის 3.25 კილოგრამს იწონის. 38 წლის რობიმ და ქალბატონმა აიდამ პატარას თეოდორა როუზ უილიამსი დაარქვეს.
რობი უილიამსი და ამერიკელი მსახიობი აიდე ფილდი 2010 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. ბოლო რამდენიმე წელია მომღერალი საცხოვრებლად აშშ-ში გადაბარგდა და ბინა ლოს-ანჯელესში დაიდო.