უცნაური ბილი ბობ ტორნტონი

უცნაური ბილი ბობ ტორნტონი

რამდენიმე დღის წინ ამერიკელი მსახიობი ბილი ბობ ტორნტონი ყვითელი პრესის ფურცლებზე აღმოჩნდა.

ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე მყოფი 57 წლის მისტერ ბილი მოულოდნელად საკუთარი ტრეილერიდან ისტერიული კივილით გამოვარდა. აღმოჩნდა, რომ ანჯელინა ჯოლის ყოფილმა მეუღლემ თავისი სუფრის ვერცხლეული ვერ იპოვა, რომელსაც ყველგან თან დაატარებს.

თურმე მსახიობი საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება და საერთოდ არ ცნობს პლასტიკის ერთჯერად ჭურჭელს. ბილი ბობ ტორნტონი, სამეფო გვარის ჩამომავალივით, მუდამ ვერცხლის დანა-ჩანგალს ხმარობს. სადაც არ უნდა იყოს, ყველგან თან დააქვს სუფრის სრული მოწყობილობა, რომელთან მიკარება, მის გარდა, ყველას სასტიკად ეკრძალება.

საბედნიეროდ „დანაკარგი“ მალე მოიძებნა და ბატონ ტორნტონსაც  სადილის საშუალება მშვიდად მიეცა.