მიმდინარე წლის 6 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.
ცნობილი გახდა რომ ქვეყნის ამჟამინდელ პირველ პირს ბარაქ ობამას, ამერიკული შოუ-ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი უჭერს მხარს.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას-მედიაში ცნობილი მსახიობი ჰოლი ბერის ინტერვიუ გამოჩნდა. მუქკანიანმა მზეთუნახავმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხმა მისტერ ბარაქს მისცენ.
„ობამა ჩინებული პრეზიდენტია და მიმაჩნია, რომ მან ამ თანამდებობაზე მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს. ამერიკას ისეთი პირველი პირი სჭირდება, რომელიც საჭირო მომენტში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად მიიღებს.“ - განაცხადა ჰოლი ბერმა.
ქალბატონი ჰოლის გარდა, ხალხს ობამასთვის ხმის მისაცემად მაიკლ კიტონი, ჯესიკა ალბა, ოფრა უინფრი და უილ სმიტიც მოუწოდებენ.