გამოცემა „Deadline”-ს ინფორმაციით, 2014 წლის 16 მაისს. მსოფლიო კინოგაქირავებაში ახალი მხატვრული სურათი „გოძილა“ გამოვა.
ფილმს სტუდიები „Warner Bros.” და „Legendary Pictures” ერთად იღებენ. სურათი 3D ფორმატის იქნება.
„გოძილა“ მსოფლიო კინოს ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟია. ის შორეულ 1954 წელს მოგვევლინა, როდესაც იაპონურმა ტელესტუდიამ „Toho” მისი პირველი ვერსია გადაიღო.
მოგვიანებით ურჩხული „ამომავალი მზის“ ქვეყანაში შექმნილ კიდევ ოცამდე სურათში გამოჩნდა.
აშშ-ში ამ პერსონაჟის თავგადასავლებზე ფილმი რეჟისორმა როლანდ ემერიხმა 1998 წელს გადაიღო.
„გოძილას“ ახალ ვერსიას კინორეჟისორი გარეტ ედვარდსი გადაიღებს. მან სახელი 2010 წელს მოიპოვა, როდესაც მაყურებლებს სურათი „მონსტრები“ წარუდგინა. ჯერჯერობით უცნობია ახალ ფილმში მონაწილე მსახიობების ვინაობა.