ამერიკული მას-მედიის ცნობით, 65 წლის მსახიობი გლენ კლოუზი ერაყიდან დაბრუნებული ჯარისკაცისთვის მფარველ ანგელოზად იქცა.
სერჟანტი ალენ ჰილი ცოტა ხნის წინ ნაღმზე აფეთქდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. შინ დაბრუნებულმა მშობლიურ კანზასში ცხოვრება ვეღარ შეძლო, რადგან მისი სახლის მახლობლად ქვიშის კარიერიდან მუდმივად ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა და მასში არასასურველ ასოციაციებს იწვევდა.
გლენ კლოუზმა ყოფილი ჯარისკაცი საავადმყოფოში გაიცნო, სადაც ეს უკანასკნელი მიღებული ფსიქოლოგიური დეპრესიის შედეგად მოხვდა. მსახიობს ტელეგადაცემა „საბინაო საკითხი“ მიყავდა და ერაყიდან დაბრუნებულ თანამემამულეს სპეციალურად შეხვდა.
სერჟანტის ისტორიამ შოუს შემქმნელებზე ისე იმოქმედა, რომ დათანხმდნენ ჰილისთვის ახალი სახლი ერთ კვირაში აეშენებინათ.
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ალენ ჰილს გლენ კლოუზმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო და ახალ სახლში წაიყვანა.
ამ ისტორიამ აშშ-ში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ყოფილმა სერჟანტმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან თანაგრძნობისა და მხარდაჭერის რამდენიმე ათასი წერილი მიიღო.