ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ცნობილი მოდელი ნაომი კემპბელი თავის ორეულს ეძებს.
ეს პიროვნება სხვადასხვა საღამოებსა და თავყრილობებზე ჩნდება და თავს ნაომად ასახებს.
„ყალბი ნაომი“ იმდენად ჰგავს ორიგინალს, რომ არავის ერიდება და ყველგან თავისუფლად იქცევა.
მისი აღმოჩენა ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა, როცა ის ნაომის სახელით უბილეთოდ ცდილობდა დარბაზში შეღწევას.
მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია, მაგრამ შესვლისას ნამდვილი ნაომის მეგობრებს შეხვდა. მათ მატყუარა მაშინვე ამოიცნეს, თან მარტო იმიტომ, რომ დანამდვილებით იცოდნენ, მოდელი იმ დღეებში ლონდონში საერთოდ არ იმყოფებოდა.