ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა – ჰარისონ ფორდმა, რომელმაც სხვა მრავალ როლთან ერთად, სახელი ინდიანა ჯონსის როლის შესრულებით გაითქვა, განაცხადა, რომ სიბერეს არ უშინდება და 68 წლის ასაკში, მას ისევ უნდა ინდიანა ჯონსის როლის თამაში.
მისი თქმით, რეჟოსორებს – ჯორჯ ლუკასს და სტივენ სპილბერგს ახალი ჩანაფიქრი აქვთ მე-5 ინდიანა ჯონსის თაობაზე და მასაც დაუკავშირდნენ. მიუხედავად ჰარისონ ფორდის სოლიდური ასაკისა, როგორც ჩანს, რეჟოსორებს მისი შესაძლებლობებისა კვლავ სჯერათ და ეიმედებათ, რომ სწორედ ლეგენდარული მსახიობის მიერ შესრულებული ინდიანა ჯონსის როლი კვლავ გაამართლებს.
მსახიობს სცენარი ჯერ არ უნახავს, მაგრამ აცხადებს რომ თუ ამ სამ ადამიანს შორის რაიმე მოლაპარაკება შეიძლება შედგეს, იგი ყველაფერზე დათანხმდება, რადგან მისთვის ინდიანა ჯონსის როლი ცხოვრების ნაწილია. საკუთარი ცხოვრების ნაწილზე კი, უარის თქმა რა თქმა უნდა, არ შეიძლება.