იოჰანსონის ნახმარი ცხვირსახოცი აუქციონზე გაიყიდა

იოჰანსონის ნახმარი ცხვირსახოცი აუქციონზე გაიყიდა

„BBC News”-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-აუქციონ „eBay”-ზე მსახიობი სკარლეტ იოჰანსონის ნახმარი ცხვირსახოცი 5300 დოლარად გაიყიდა.

პირდაპირი დანიშნულებით, სკარლეტს ცხვირსახოცის გამოყენება გადაცემაში „Tonight” მოუწია, სადაც თავის მორიგ ახალ ფილმზე საუბრობდა.

გადაცემის დასასრულს იოჰანსონმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ამ ცხვირსახოცს გასაყიდად აუქციონზე გაიტანდა, შემოსულ თანხას კი საქველმოქმედო ფონდში „USA Harvest” ჩარიცხავდა.

სკარლეტს ადრეც უცდია ასეთი ექსტრავაგანტური გზით კეთილი საქმისთვის თანხის მოგროვება. 2009 წლის მარტში მან აუქციონზე წარადგინა ორიგინალური ლოტი - 20 წუთიანი პაემანი ნებისმიერ მსურველთან, რაშიც 20 ათასი დოლარი გადაიხადეს.