წინა საუკუნის 70-იან წლებში, ყოფილ სსრკ-ში კომედია „იღბლიანი ჯენტლმენები“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. უფროსი თაობის ადამიანები ამ სურათს დღესაც სიამოვნებით უყურებენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსმა კინორეჟისორებმა ალექსანდრე ბარანოვმა და დიმიტრი კისელევმა „იღბლიანი ჯენტლმენების“ რიმეიკის გადაღება დაიწყეს.
ახალი სურათის მთავარი მომქმედი პერსონაჟი საბავშვო ცენტრის თანამშრომელი ალექსეი ტრეშკინია. ის დამნაშავე სმაილიკს გაშლილი ვაშლივით ჰგავს.
ბატონი სმაილიკი ყაზახეთის სახელმწიფო მუზეუმიდან ძვირფასეულობას მოიპარავს. სცენარის მიხედვით, საბავშვო ცენტრის მუშაკი პოლიციას ბოროტმოქმედის დაკავებაში დაეხმარება.
ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 27 დეკემბერსაა დაგეგმილი.
კომედია „იღბლიანი ჯენტლმენები“ 1971 წელს რეჟისორმა ალექსანდრე სერიმ გადაიღო. სურათში მთავარ როლებს ევგენი ლეონოვი, გიორგი ვიცინი და საველი კრამაროვი ასრულებდნენ.