მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში პრესტიჟული „Mercury Prize”-ს გამარჯვებულების გამოსავლენი ღონისძიება გაიმართება.
ეს ჯილდო მიმდინარე წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გამოცემულ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ალბომს გადაეცემა. გამარჯვებული ჯგუფი ან მუსიკოსი 20 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
„Mercury Prize”-ს ჯილდო 1992 წელს დაარსდა. გასულ წელს მისი ლაუერატი მომღერალი პი ჯეი ჰარვი გახდა.
2012 წლის ნომინანტების სიაში შემდეგი 12 ალბომი შევიდა.
Alt-J – “An Awesome Wave”
Diango Django – “Django Django”
Field Music – “Plum”
ლიან ლა ჰავასი - “Is Your Love Big Enough”
რიჩარდ ჰოული - „Standing at the Sky’s Edge”
ბენ ჰოვარდი - “Every Kingdom”
მაიკლ კივანუკა - „Home Again”
სემ ლი - “Ground of Its Own”
The Maccabees – “Given to the Wild”
Plan B – “I11 Manors”
Roller Trio – “Roller Trio”
ჯესი უე - “Devotion”
ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, გამარჯვების უპირობო პრეტენდენტები Plan B და რიჩარდ ჰოული არიან.