ამერიკელი მომღერალი გვენ სტეფანი და ჯოლი-პიტის ოჯახური წყვილი ახლო მეგობრები არიან. სანტერესოა, რომ სტეფანის ვაჟიშვილი კინგსტონი და ანჯელინა ჯოლის ქალიშვილი შილო-ნუველი ტოლები არიან.
ცოტა ხნის წინ ამერიკულ მას-მედიაში საინტერესო და ამავდროულად სახალისო ინფორმაცია გავრცელდა.
გვენ სტეფანის სურს, რომ მომავალში კინგსტონმა და შილო-ნუველმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირონ.
მომღერალმა ქალბატონმა ანჯელინას ეს „გეგმა“ უკვე გააცნო და რასაკვირველია „დაქალის“ თანხმობაც დაუყოვნებლივ მიიღო.
ექვსი წლის მოზარდები საკუთარ მომავალზე ჯერჯერობით არ ფიქრობენ. ბავშვები ხშირად ერთად თამაშობენ, რაც მათ დედიკოებს შვილების შესაძლო რომანზე აფიქრებინებს.