42 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ(VIDEO)

42 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ(VIDEO)

ცესკომ საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში 42 საარჩევნო უბანი გახსნა. ქართველებს ხმის მიცემა სხვა დანარჩენი ქვეყნების გარდა ქუვეითსა და ეგვიპტეშიც შუძლიათ. სამ-სამი უბანია გახსნილი უკრაინაში, საბერძნეთსა და თურქეთში. შეერთებულ შტატებში 2, გერმანიაში კი, სადაც ასევე ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს - მხოლოდ ერთი. ემიგრანტები უკვე დიდი ხანია ამ ქვეყნებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ. გარდა ამისა, რუსეთში, სადაც ყველაზე მეტი ქართველია მიგრირებული, საერთოდ არ არის საარჩევნო უბანი. უბანი ასევე არ არის გახსნილი კანადაში.