ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერები ამერიკის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები