3 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ლუდის მწარმოებელი კომპანიები „ნატახტარი“ და „კასტელი საქართველო“ ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით „არ გამიძვირო ლუდის“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილოებას მიიღებენ და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრებენ: ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, “ზედაზენის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე და „კასტელ საქართველოს“გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილი.
ლუდის მწარმობელები უარყოფითად აფასებენ გადაწყვეტილებას ლუდზე აქციზის 50% გაზრდის შესახებ, რომელიც ძალაში შესვლა 2015 წლის 1 მარტიდან იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლოა აქციზის გაზრდის აუცილებლობის ახსნა ასოცირების შეთანხმებით. ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოს ეკისრება ვადლებულება, რომ 100ლ. ლუდზე აქციზი შეადგენდეს, მინიმუმ 8.5 ევროს. დღეს ის უკვე შეადგენს უკვე შეადგენს 18.5 ევროს და აღემატება ევროკავშირის 12 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს (მათ შორის, გერმანიას და ჩეხეთს).
შეხვედრაზე განხილული იქნება ის მოსალდონელი უარყოფითი შედეგები, რაც დარგისთვის აქციზის ზრდას მოყვება. ლუდის მწარმოებლებს მიჩნიათ, რომ აქციზის ღირებულების ზრდის ფისკალური ეფექტი იქნება მინიმალური და ვერ დააკომპანსირებს იმ უარყოფით პროცესებს რაც სფეროს გარშემო განვითარდება. მათი ვარაუდით აქციზის ოდენობის ზრდას ექნება რამდენიმე სახის ნეგატიური ეფექტი, კერძოდ: მომხმარებლისთვის ფასების ზრდა; ბაზრის და შესაბამისად წარმოების შემცირება; სამუშაო ადგილების შემცირების საფრთხის შექმნა; სხვადასხვა სახის გადასახედების (დღგ, საშემოსავლო, მოგების) შემცირება; დარგის საინვესტიციო მიზაიდველობის დაკარგვა და ზოგადად ბიზნეს გარემოს გაუარესება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშული ცვლილება და ცვლილებების მცირე ვადა მათ ბიზნესს ძლიერ დააზარალებს. რეალურად საქართველოს მთავრობამ ცვლილებების შესახებ მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმობლებს უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა.
ლუდის მწარმებელთა მოსაზრებით, ოპტიმალური იქნება, რომ აქციზის ზრდა მოხდეს წლიური ინფლაციის შესაბამისად. ეს ერთის მხრივ სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ეტაპობრივად გაზარდოს ინდუსტრიიდან მისაღები შემოსავალი, მეორე მხრივ კი მინიმუმამდე დაიყვანს გადასახადის მკვეთრ გაზრდსთან დაკავშირებული ნეგატიურ ფაქტორებს და მისცემს დარგს განვითარების და შემდგომი ზრდის პერსპექტივას.
შეგახსენებთ, რომ ფინანასთან სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა, მაგრამ ლუდის წარმოებელთა განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება არც გონივრულია და არც სამართლიანი. იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომ არ მოახდინოს საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციის და გონივრული ვადის მიცემის გარეშე. დაგეგმილი ზრდის შემდეგ საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანას და ლუდზე აქციზური გადასახადის ღირებულება გაუტოლდება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიოების მაჩვენებელს, სადაც ანალოგიური გადასახადის მოცულობა მაქსიმალურია (დიდი ბრიტანეთ, ფინეთი).