„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები მობილიზებულია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარედ, თავხელიძის  ქ.N 1-თან, სადაც მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლა მოხდა. საძირკვლის ჩამოშლის შედეგად, დაზიანდა იქვე გამავალი საკანალიზაციო მაგისტრალური მილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა. სამუშაოების ოპერატიულად და სათანადოდ ჩატარების მიზნით, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე კორპუსებს - N78ბ, 76ბ-ს და "საქართველოს გაერთიანებული  ალმომარაგების კომპანიის" ოფისს ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ხელთარსებული ინფორმაციით, მშენებლობას აწარმოებდა სამშენებლო კომპანია შპს "ბანი", რომელსაც მშენებლობის საწარმოებლად 2007 წელს აღებული ტექნიკური პირობა არ ჰქონდა განახლებული, ამასთან, შპს "ბანს" არც საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბული ჰქონდა ტექნიკური ნორმების დაცვით გამაგრებული, რამაც მიწის ჩამოწოლა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საკანალიზაციო ქსელის დაზიანება გამოიწვია.

ამ დროისთვის კომპანიის საავარიო ბრიგადები დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის აღსადგენად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ. 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და წყალმომარაგება აღადგინოს. წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დამატებით გაცნობებთ.