თბილისის დემირელის კოლეჯის მოსწავლეებმა საერთსშორისო ოლიმპიადაზე მე 2 ადგილი დაიკავეს

თბილისის დემირელის კოლეჯის მოსწავლეებმა საერთსშორისო ოლიმპიადაზე მე 2 ადგილი დაიკავეს

2015 წლის 11-17 იანვარს ყაზახეთის დედაქალაქ ალმათაში ტრადიციულად ჩატარდა ჟაუტიკოვის სახ. მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში, სადაც თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის გუნდმა მე-2 ადგილი აიღო.

ამ ოლიმპიადაში ტრადიციულად არა ქვეყნების ნაკრებები, არამედ სპეციალიზებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. წელს ოლიმპიადაში 15 ქვეყნის 59 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა, ხოლო მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა 480-ს აღწევდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ოლიმპიადის პრესტიჟულობას.

გუნდურ რეიტინგში ინფორმატიკაში დემირელის კოლეჯმა მეორე ადგილი მოიპოვა და სხვათა შორის ინფორმატიკის გუნდური რეიტინგით დემირელის კოლეჯმა გრან პრის მფლობელ გუნდსაც კი გაუსწრო.

გუნდის ყველა წევრმა მედალი მოიპოვა:

გიორგი სხირტლაძე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - ოქრო (ინფორმატიკა), ნუგზარ ჩხაიძე  დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - ბრინჯაო (ინფორმატიკა), თემურ მიქავა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - ბრინჯაო (ინფორმატიკა), საბა ძმანაშვილი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - ბრინჯაო (მათემატიკა), გიორგი კლდიაშვილი ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - ბრინჯაო (მათემატიკა).