„ქართული ოცნების“ მთავრობამ ქვეყანაში დემოკრატიული ვითარება გააუმჯობესა

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ქვეყანაში დემოკრატიული ვითარება გააუმჯობესა

ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში მსოფლიოში პოლიტიკური უფლებების დაცვის და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობაა შეფასებული. ამ კუთხით, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე-პრეზიდენტი არჩ პადინგტონი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქვეყანაში დემოკრატიული ვითარება გააუმჯობესა იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. „ეს წინსვლა კარგად არის ასახული იმ შეფასებებში, რომელიც ჩვენ საქართველოს ბოლო 3 წლის მანძილზე მივეცით“ -აცხადებს პადინგტონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, კვლევის მიზანია, დადგინდეს, თუ რამდენად ხდება სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირება საქართველოს დღევანდელი მთავრობის მხრიდან. „ვგულისხმობ იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც სააკაშვილის დროინდელი მთავრობის წევრების გამო იმართება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ზოგიერთ პროცესთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება გააუმჯობესა იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. ეს წინსვლა კარგად არის ასახული იმ შეფასებებში, რომელიც ჩვენ საქართველოს ბოლო 3 წლის მანძილზე მივეცით“, -აღნინავს  „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი.

პოლიტიკური უფლებების დაცვის და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ  „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ქულები ბოლო 3 წლის მანძილზე არ შეცვლილა და ქვეყანა ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. ბოლო კვლევის თანახმად  195 ქვეყნიდან 89 თავისუფალია, 55 სახელმწიფო ნაწილობრივ თავისუფალია  და სწორედ ამ ქვეყნების რიგშია საქართველო. 51 კი  - თავისუფალი არ არის.  ყველაზე უარესი მდგომარეობაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ეკვატორულ გვინეაში, ერითრეაში, ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, სომალში, სუდანში, სირიაში, თურქმენეთში და უზბეკეთში.

http://www.radiotavisupleba.ge/content/freedom-house-georgia-2015/26818167.html