„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს ღამით, ვაკის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე  გადაუდებელ საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანია სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე - ჭავჭავაძის გამზირსა და მრგვალ ბაღთან ჩაატარებს.

საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით,  დღეს, 29 იანვრის 24:00 საათიდან ხვალ, 30 იანვრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკისა და საბურთალოს რაიონების ქუჩების ნაწილს, ასევე, მთაწმინდის რაიონის ზოგიერთ ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 30 იანვრის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

 წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba

ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).