ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი და ფრანგი პოლიტიკური ჟურნალისტი ბერნარ ანრი ლევი უკრაინაში შექმნილ სიტუაციას საქართველოში, 2004 წელს განვითარებულ მოვლენებს ადარებენ. გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სოროსი და ლევი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო რევოლუციონერი ლიდერი, რომელმაც კორუფცია პირველმა აღმოფხვრა, მაგრამ, საბოლოოდ, თავად იქცა სახელმწიფო მონოპოლიად.
სტატიაში ნათქვამია, რომ 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ ახალი კადრებით ჩაანაცვლა საგზაო პოლიცია, რომელიც მძღოლებისგან ქრთამის აღებით იყო დაკავებული.
„სამწუხაროდ, უკრაინას მსგავსი პროექტით თავის წარმოჩენა ჯერ არ შეუძლია. კიევის პოლიციას ჯერ კიდევ წინ აქვს რესტრუქტურიზაციის პროცესი. ისევე, როგორც ადრე, უკრაინაში, მართვის მოწმობის მისაღებად ქრთამის გადახდა აუცილებელია.
ბატონი სააკაშვილი რევოლუციონერი ლიდერი იყო, რომელმაც ჯერ აღმოფხვრა კორუფცია, მაგრამ შემდგომში იგი სახელისუფლებო მონოპოლიად აქცია. ამის საპირისპიროდ, უკრაინაში არის მონაწილეობითი დემოკრატია, რომელიც ეფუძნება არა ერთ კონკრეტულ ლიდერს, არამედ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს. დემოკრატიული ქვეყნები წინ ნელა მიიწევენ, მაგრამ, გრძელვადიან ჭრილში, ეს შეიძლება მათი უპირატესობაც კი აღმოჩნდეს“,- აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში.
http://www.nytimes.com/2015/01/27/opinion/bernard-henri-levi-george-soros-save-the-new-ukraine.html?ref=opinion&_r=2