ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური სამზარეულო. საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.
გიყვართ ჩინური სამზარეულო? გუმბაო ქათმის, ღორის ხორცის გუმბაო, სოიოს ყველის გუმბაო, საქონლის ხორცი ფოლგაში, საქონლის ზირანი, ქათამი ცომში ჩილის წიწაკით,, გულაო ღორის ხორცით ანანასით, ლიჩით, ბადრიჯანი მოტკბო - მომჟავო სოუსში, ლაფშა ძროხის ხორცით, ლაფშა ბოსტნეულით, საგაზაფხულო რულეტი, ბრინჯი კვერცხით და ბოსტნეულით, ბრინჯი ხორცით სოიოს სოუსში, კიტრის სალათი, ბოსტნეულის ასორტი, შემწვარი ბანანი, შემწვარი ანანასი, შემწვარი გოგრა და სხვა.
ფუდპანდა გამორჩეული ჩინური კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ჩინური კერძი ცნობილ რესტორნებში პიკასო, სიანგანი და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის 2 ჩინური რესტორანი. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .
გთავაზობთ ყველაზე პოპულარული კერძის ქათმის გუმბაოს რეცეპტს.
ქათმის გუმბაო ბოსტნეულით და მიწისთხილით. ეს კერძი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ გურმანთა შორის. ეს კერძი აზიის ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული და სხვადასხვა თავისებურებით ამზადებენ, ორიგინალი ვერსია, კი ჩინეთის პროვინცია სიჩუანიდან მოდის.
ინგრედიენტები: ხახვი - 1 პატრა ბოლქვი; პრასი - 1 ღერო (სურვილისამებრ); წითელი ბულგარული - 300 გრ (2 ცალი); კოჟეტი (ან ყაბაყი) – 1 ცალი; მწვანე ხახვი - 4 ან 5 ცალი; სოიოს სოუსი - 1 სადილის კოვზი (თუ მსუბუქია - 2); შაქარი - 1 ჩაის კოვზი; ცხარე წითელი წიწაკა - 1 ცალი; კარტოფილის სახამებელი - 1 სადილის კოვზი; თევზის სოუსი - 1 სადილის კოვზი - ჩაანაცვლეთ 1 ჩიას კოვზი ღვინის ძმრით; ქათმის ფილე - 2 ცალი (400 გრ) მიწის თხილი - 50 გრ; თუმცა ქეშიუ უფრო მიღებულია; განსაკუთრებით ამ კერძის სხვა ვარიანტებში. ზეთი - მიწისთხილის, შესაწვავად; მარილი - გემოვნებით. ჯანჯაფილი - 4 სმ. სიგრძის ძირი; ნიორი - 2 კბილი.ინვენტარი: ვოკი, ან ფართე, მაღალგვერდებიანი ტაფა.
მომზადების წესი:
ამ კერძის თავისებურება არის ის, რომ როცა შეწვას დაიწყებთ - ყველა ინგრედიენტი უკვე დაჭრილ-გამზადებული უნდა გქონდეთ. პირველ რიგში ამზადებთ საწებელს და მასში აწყობთ მოზრდილ ლუკმებად დაჭრილ ქათამს. გაითვალისწინეთ, ჩასაბასტურმებლად ქათმის ხორცისთვის საკმარისია კი 1 საათი. ბოსტნეულის მომზადება: ხახვის ბოლქვი იჭრება წვრილად; ბულგარული, კოჟეტი და პრასი ლუკმის ხელად;შეწვა: პირველ რიგში, გახურებულ ტაფაზე იყრება თხილი და იხალება. გადაიტანეთ რაიმე ჯამში;
შემდეგ ტაფაზე დაასხით ზეთი და ჩაყარეთ ჯანჯაფილი და ნიორი; ჩაუშვით ხახვი, 2 წუთში დააყარეთ სხვა ბოსტნეულიც, რომელიც სანახევროდ უნდა ჩაითუშოს, სანახევროდ უნდა შეიბრაწოს; შემდეგ ეს ბოსტნეულიც გადმოიღეთ ტაფიდან, სადღაც 4-5 წუთი საკმარისია შეწვისთვის;
ტაფას დაამატეთ ზეთი და ჩაუშვით ქათამი და ყვავილოვანი შესაწვავად; პროცა ერთი მხრიდან გათეთრდება, ცოტა წყალი დაახით, სანახევროდ რომ დაფაროს და გადაატრიალეთ ყვავილოვანი (ან ქათამი).. როცა უკვე თჳთქმის მზად არის, დააყარეთ ბოსტნეულიც, მიწისთცილიც და მოურიეთ;მარილი , წიწაკა, სოიოს საწებელი ეძლევა გემოვნებით; ამ კერძს სითხე უნდა ჰქონდეს ოდნავ, არც უნდა ცურავდეს და არც მშრალი არ უნდა იყოს;
მზა კერძი სუფრასთან მიიტანეთ მიიტანეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვით (მწვანე ხახვის ნაწილი შეგიძლიათ კერძშიც მოთუშოთ, თჲ მოგწონთ თავისთავად. საერთოდ, ჩინელები, მწვანე კიტრსაც თუშავენ და როგორც სხვა, ისე ამ კერძშიც უშვებიან, თუმცა, ჩვენ გემოვნებაში ნაკლებად ჯდება, ამიტომ კოჯეტი/ყაბაყი კარგია კიტრის ჩასანაცვლებლად). ასევე, თუ გექნებათ, ჩინური კომბოსტოც ძალიან უხდება.სუფრასთან ასევე მიიტანეთ მოხარშული ბრინჯი და თუ არ დაგეზარებათ, აი ეს სალათიც მოუმზადეთ -კიტრის ცხარე სალათი.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.