ფუდპანდა ქუთაისში  პოპულარული ხდება

ფუდპანდა ქუთაისში პოპულარული ხდება

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge  სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  ის პოპულარულია საქართველოშიც.  კომპანია ბიზნესს დედაქალაქის გარდა  ქვეყნის რეგიონშიც აფართოვებს რუსთავისა და  ბათუმის შემდეგ 23 დეკემბრიდან ფუდპანდას სერვისით სარგებლობა მომხამრებლისთვის უკვე ქუთაისშიც ხელმისაწვდომია. მოკლე დროის მიუხედავად ფუდპანდა ქუთათურებისთვის პოპულარობით სარგებლობს.

ირკვევა, რომ „ფუდპანდამ“ ქუთაისში უკვე აქტიურად დაიწყო რესტორნების ათვისება, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე, როგორებიცაა ბარ-რესტორანი პალატი,  არტ კაფე ბლუზი, ბარაქა ქუთაისი, ბარაქა დელიკატესები, ჩიჩო დონერი, რესტორანი ქალაქური, ბარ-რესტორანი ემფაიერი, პაბი ბარსა და საკონდიტრო რაფაელო.  „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. საქართველოში მის  ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს.

„ძალიან მომწონს ეს სერვისი. განსაკუთრებით როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს ან დროში შეზღუდულები ვართ. ფუდპანდა საკმაოდ სწრაფი და ხელმისაწვდომია. შენი საყვარელი კერძი 30 წუთში უკვე  შენს გვერდითაა,“   - აღნიშნავენ სერვისით კმაყოფილი ქუთაისელები.

 „ქუთაისის დამატებით ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი 2014 წლის განვითარების გეგმა და ფუდპანდას სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია საქართველოს 3 ძირითად ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 2015 წლიდან ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი აღნიშნულ ქალაქებში, ასევე ვგეგმავთ ახალ რეგიონებში გასვლას,“-  აღნიშნავს  „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე. 

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.