Android ტელეფონებისთვის მობაილბანკის განახლებული აპლიკაცია

Android ტელეფონებისთვის მობაილბანკის განახლებული აპლიკაცია

თიბისი ბანკმა Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა.   

20 იანვრიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს, რომლებიც Android-ის ტელეფონებს იყენებენ,  განახლებული დიზაინის და  ფუნქციონალის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ.

მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა  როგორც ფიზიკური,  ასევე იურიდიულ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.  აპლიკაციაში შესვლა  მნიშვნელოვნად გამარტივებულია და შესაძლებელია 5-ნიშნა  კოდის გამოყენებით.

მობაილ ბანკის სრულად შეცვლილ დიზაინთან ერთად, რომელიც   Android-ის დიზაინის უახლეს სტანდარტებს შეესაბამება, განახლებულია ფუნქციებიც:  საბიუჯეტო გადარიცხვები, პირადი ფინანსების მართვა, ჯარიმების გადახდა,  გამარტივებული გადარიცხვები და მობილურის ბალანსის შევსება.

Android ტელეფონებისთვის განკუთვნილ ახალ მობაილბანკის აპლიკაციას  ასევე გაუმჯობესებული აქვს  Google Map-ზე  ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების ძებნის ფუნქციაც.

მობაილბანკის განახლებული Android აპლიკაცია ახალი სახელით TBC Bank უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ზე. მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს  უფასოდ შეუძლია.

თიბისი ბანკის მობაილბანკით დღეისათვის 60.000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, საიდანაც 47 % Android აპლიკაციის მომხმარებელია.

დამატებითი  ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს: http://bit.ly/1xHL7AS