დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში უნიკალური მოვლენა მოხდა. აყვავდა ორი დეკორატიული მცენარე არმა (Arum odorum – არონი, Aron) და ორქიდეა (Phalaenonisis hybrida - ჰიბრიდული ფალაენოპსისი).
არმა სამ მეტრამდე სიმაღლის, მრავალწლოვანი, მარადმწვანე, ფოთოლდეკორატიული მცენარეა, რომლის სამშობლო ჩინეთია. არმა წვიმის წინ „ტირის“ და ამიტომ მას ბარომეტრ მცენარეს უწოდებენ. „ცრემლები“ ფოთლებზე წვეთების სახით გადმოდის. მისი ფოთლის ფირფიტა ბრტყელია, გლუვი, კიდემთლიანი და წაწვეტებული. ტაროსებრი ყვავილი შიშველია, ერთი თეთრი გვირგვინის ფურცელი აფრასავით არის შემოხვეული ტაროზე. სინათლის, სითბოს და ტენისმოყვარული მცენარეა.
ორქიდეა, რომელსაც ქართულად ძალიან ლამაზი სახელი, ჯადვარი ჰქვია ორმოცამდე სახეობას ითვლის. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ფილიპინები და ავსტრალიაა. ბუნებრივ პირობებში ნოტიო, მთაგორიან ტყეებში გვხვდება. ის ერთ-ერთი საუკეთესო ოთახის მცენარეა, რომლის ყვავილობა ორი თვე გრძელდება.