მაშინ, როდესაც სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, - ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი ფუდპანდა ჯერ კიდევ შარშან, გაზაფხულზე გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლის სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს და შესაბამის სერვისს სთავაზობს. ფუდპანდას ბიზნეს მოდელს საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველდღიურად იზრდება მათი პარტნიორთა რიცხვი და კომპანია მომხმარებელს სულ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
ამჯერად, „ფუდპანდას“ პარტნიორმა „პიტა ფრეშმა“ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში კიდევ ერთი ახალი ფილიალი გახსნა. პიტა ფრეშის უგემრიელესი და რაც მთავარია, ხარისხიანი საკვები დ. აღმაშენებლის 108/110 –ში გაიხსნა და გახსნის ცერემონიალს ჟურნალისტებთან და მომხმარებლებთან ერთად, “ფუდპანდა ჯორჯიას” დირექტორი გიგა ქერქაძე და „პიტა ფრეშის“ დირექტორი ჯაბა სიამაშვილი დაეწსრნენ.
ამ დღეს მისულ ყველა სტუმარს „პიტა ფრეში“ და ფუდპანდა უფასოდ გაუმასპინძლდნენ. პატარები კი ბუშტებითა და სამსახსოვრო გულსაბნევით დაასაჩუქრეს.
ჯაბა სიამაშვილი, „პიტა ფრეშის“ დირექტორი:
ქართულ ბაზარზე სულ ახლახანს შემოვედით და ეს უკვე მეორე სწრაფი კვების მომსახურების ფილიალია, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. საკმაოდ კარგი მომსახურება გვაქვს და რაც მთავარია, მომხმარებელს ჯანსაღ პროდუქციას ვთავაზობთ. ჩვენ პარტნიორია კომპანია „ფუდპანდა“ და ერთობლივი მუშაობით წარმატებასაც მივაღწიეთ. ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში ვმუშაობთ, შემდეგ კი, რეგიონებში გასვლასაც ვაპირებთ.
გიგა ქერქაძე „ფუდპანდა დირექტორი:
სასიხარულოა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანია თანდათან ფართოვდება და წარმატებული ხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ პარტნიორ რესტორნებს, თამამად შეიძლება ითქვას, „პიტა ფრეშზე“, რომ ის მომავლის კომპანიაა და წარმატებებს ვისურვებთ. კარგ საქმეს ერთად ვაკეთებთ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. ეს უკვე მისასალმებელია!
პარტნიორობის მემორანდუმი „პიტა ფრეშსა“-სა და ფუდპანდა ჯორჯიას კონკრეტულ პარტნიორ ურთიერთობებს ითვალისწინებს, რის შედეგადაც ფუდპანდა ჯორჯიას მომხმარებლები „პიტა ფრეშის“ პროდუქციას საიტიდან - www.foodpanda.ge ან აპლიკაციიდან საშუალებით ახორციელებენ შეკვეთას.
„პიტა ფრეშის“ ბრენდი, დაარსდა 2013 წლის დეკემბერში. ამჟამად ქსელი აერთიანებს ორ სწრაფი კვების ობიექტს თბილისში და 2015 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს კიდევ 2 ობიექტის დამატებას, აქედან 1 ბათუმში.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.