ავსტრიის მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ახლადდანიშნული ელჩი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვით დაინტერესედა.
ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში ევროპული გამოცდიელბის გაზიარების მნიშვნელობაზე. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა მთიან და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების და აგროტურიზმის ავსტრიული მოდელის შესწავლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტი, რომელიც საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას ეხება. პროექტი ქართველ მეწარმეებს წარმოებაში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს.
როგორც შეხვედრაზე ასვტრიის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა. ავსტრიის სავაჭრო პალატა აქტიურად მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ავსტრიული ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. ავსტრიის მხარე ასევე დაინტერესებულია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდით.
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ შესთავაზა ელჩს საქართველოში ბიზნესფორუმის ორგანიზება, რომელზეც ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.