გამოფენის "სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა" ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე გია სალუქვაძეა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. იქვე იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე მომზადებული ფილმის ჩვენებაც.
აღნიშნული ფილმისა და ბრიუსელში ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე საქართველოშიც გეგმავს.
როგორც "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ აღნიშნა, ფილმი დოკუმენტებსა და კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული და ისინი საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას სპეციალურად მოერიდნენ.
"ჩვენ ასევე გვაქვს ბანერები, სადაც ასახულია ამ პერიოდში ყველა ის ქმედება, რომელიც ხდებოდა საქართველოში. ფილმი მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტებზე და ფაქტობრივ მასალებზეა აგებული. ჩვენ შეგნებულად მოვერიდეთ მასში ჩვენი მოსაზრებების ჩადებას. გამოყენებული გვაქვს Humman Raights Watch-ის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომელიც სააკაშვილის მმმართველობის პერიოდის ქმედებებს უკავშირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას და ევროპელ დეპუტატებს ვაჩვენოთ ის ქმედებები, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო, რათა გაიაზრონ ყველაფერი", - განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ფილმში ასევე ასახულია იმ მაღალჩინოსნების საქმეები, რომლებზეც ზოგიერთ მათგანს ბრალი აქვს წარდგენილი და განაჩენებიც დამდგარია.
სალუქვაძეს ასევე დაგეგმილი აქვს პრესკონფერენცია და ევროკომისართან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც.