კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელი ხაზმა მუშაობა განაახლა და თბილისელებს მომსახურებას ისევ ჩვეულ რეჟიმში უწევს. ამ დროისთვის, ტექნიკური ხარვეზი, რამაც კომპანიის ცხელი ხაზის მუშაობაში შეფერხება გამოიწვია, უკვე აღმოფხვრილია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზთან - 293 11 11 - დაკავშირება ნებისმიერ თბილისელ აბონენტს უკვე შეუფერხებლად შეუძლია. თბილისელებს ასევე შეუძლიათ მიმართონ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს Georgian Water and Power - GWP LTD, Official და ვებგვერდის http://www.georgianwater.com/ ონლაინ-ჩეთს, რომლებიც ცხელი ხაზის პარალელურად, ინტერაქტიურ რეჟიმში ემსახურებიან მომხმარებლებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელი ხაზის მუშაობა, დღეს, საკომუნიკაციო ქსელში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში იყო შეფერხებული. პრობლემის დაძლევა კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურმა უმოკლეს დროში შეძლო.