კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელი ხაზის მუშაობა, დროებით, შეფერხებულია, რის გამოც ცხელი ხაზის ოპერატორები, დღეს, გარკვეული დროის განმავლობაში, თბილისელ აბონენტებს მომსახურებას ვერ გაუწევენ.
შეფერხების მიზეზი, დღეს დილიდან, საკომუნიკაციო ქსელში მოულოდნელად წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზი გახდა, რამაც კომპანიის სათავო ოფისში CISCO-ს სატელეფონო სისტემის გათიშვა გამოიწვია. ტექნიკური ხარვეზი დროებითია და მის აღმოფხვრაზე კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური მუშაობს.
სატელეფონო სისტემაში არსებული ტექნიკური შეფერხების დაძლევამდე, თბილისელ მომხმარებელს გაძლიერებულ რეჟიმში მომსახურებას უწევს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური ფეისბუქის გვერდი Georgian Water and Power - GWP LTD, Official და ვებგვერდის http://www.georgianwater.com/ ონლაინ-ჩეთი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ცხელის ხაზის მუშაობის შეფერხებისთვის. კომპანია შეეცდება ტექნიკური ხარვეზი შესაძლებლად მოკლე დროში აღმოფხვრას.