თიბისი ბანკმა ფულადი გზავნილების გათამაშების 10 გამარჯვებული დააჯილდოვა

თიბისი ბანკმა ფულადი გზავნილების გათამაშების 10 გამარჯვებული დააჯილდოვა

თიბისი ბანკის ფულადი გზავნილების გამარჯვებულები 5000 და 1000 ლარიანი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

5 000 ლარის მფლობელები ზვიად ადეიშვილი, სვეტლანა მელნიჩუკი, ზაზა დავითაძე, ლალი შალიკიანი და სოფიკო ჩიხლაძე  გახდნენ.

თიბისი ფულადი გზავნილების გათამაშება 1 აპრილიდან 10 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში ჩართული იყვნენ მომხმარბლები, რომელთაც   აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თიბისი ბანკის მეშვეობით მიიღეს ან გააგზავნეს ფულადი გზავნილები.

მთავარ ფულად პრიზებთან ერთად აქციის ფარგლებში თიბისი ბანკმა სხვადასხვა პრიზებით  8 ათასამდე მომხმარებელი დააჯილდოვა.

თიბისი ბანკში და ახლა უკვე თიბისი კონსტანტას ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია ყველა წამყვანი ფულადი გზავნილების სისტემით სარგებლობა, როგორებიცაა: Western Union, Contact, IntelExpress, Zolotaya Korona, Anelik, Ria,  Money Gram და Unistream.

გათამაშების შედეგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://www.tbcbank.ge/web/ka/news1/-/article/viewarticle/62676