გორში შსს–ს დამატებითი ძალებია მობილიზებული

გორში შსს–ს დამატებითი ძალებია მობილიზებული

გორში შსს–ს დამატებითი ძალებია მობილიზებული. ადგილობრივების ცნობით, გორში სამართალდაცველთა მობილიზება სხვადასხვა რეგიონებიდან მოხდა. მოსახლეობის ინფორმაციით, სამართალდამცავები გორში გუშინ გადაიყვანეს.

როგორც "პირველ რადიოს" შინაგნ საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გორში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.