ხვალ, 20 იანვარს, 14:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირი 123, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი აწყობს პრეს-კონფერენციას:
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის საგანგებო მიმართვა
მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს!
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითმა კავშირმა, უკანონოდ ჩამორთმეული ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის დასაბრუნებლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ხელოვნურად აჭიანურებს სასამართლო პროცესს, არ ელოდება მის დასკვნას და კანონიერი მფლობელების გვერდის ავლით აწარმოებს მოლაპარაკებებს ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის გასხვისებასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო ტელეფონები: 577 710 720 599 345 929 295 41 64 295 95 13
ელექტრინული ფოსტა: geocomposers@gmail.com