სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გერმანიაში ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში გამართულ მინისტრების სამიტზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. 2015 წლის მინისტერიალის მთავარი თემა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ევრორეგულაციებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე. მინისტრმა საქართველოში სწორედ ამ მიმართულებით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. ოთარ დანელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, კრისტიან შმიდტის მიწვევით იმყოფებოდა ოფიციალური მიღებაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებიესწრებოდნენ და ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება ჰქონდათ.
გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გერმანიის, ლატვიის, ჰოლანდიის, თურქეთის, ლიტვის, ბულგარეთის, უნგრეთის, ესტონეთის, ურუგვაის, ბელორუსიისა და არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან გამართა.
შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ისეთი საკითხები განიხილა როგორიცაა: საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მიწის მართვის საკითხები, საქართველოს რძისა და ხორცის წარმოების დიდი პოტენციალი, საქართველოში ცოცხალი პირუტყვის იმპორტი და საქართველოში გადამუშავებული და დახარისხებული ხორცის შემდგომში მთელი კავკასიის მასშტაბით ექსპორტი, საქართველოში საზღვრისპირა რეგიონებში სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობა. ოთარ დანელიასათან შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) გენერალურმა დირქტორმა ჟოზე გრაციანო აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება საერთაშორისო ბაზარზე.
თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან მეჰდი ეკერსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტად გამოცხადება მისასალმებელია. შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებიც განიხილეს.
ოთარ დანელიამ ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ იანის დუკლავსთან შეხვედრაზე ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მიწის მართვის საკითხებზე გაამახვილა. როგორც ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ლატვია მზად არის საქართველოს მხარეს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. იანის დუკლავსის განცხადებით, საქართველოს რძისა და ხორცის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობას რეალური პერსპექტივა აქვს. ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა ოთარ დანელია აპრილში ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში მიიწვია.
არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრთან კარლოს ჰორაციოს მისაქუელასთან შეხვედრაზე საქართველოში ცოცხალი პირუტყვის იმპორტის საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ საქართველოში გადამუშავებული და დახარისხებული ხორცის ექსპორტი შემდგომ მთელი კავკასიის მასშტაბით განხორციელდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან შეხვედრაზე წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებაზე ისაუბრეს და ყურადღება იმ დახმარებაზე გაამახვილეს, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკური და ინტელექტუალური სახით სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ნაწილში უწევს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას განსაკუთრებული როლი ენიჭება. საუბარი შეეხო იმ რეგულაციებსა და ნორმებს, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. FAO-ს გენერალურმა დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში საზღვრისპირა რეგიონებში სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, ასევე დარგის განვიტარების სტრატეგიული ხედვა გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება საერთაშორისო ბაზარზე.
ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს ოთარ დანელიასთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.