ოთარ დანელია ბერლინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ოთარ დანელია ბერლინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით,  სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში  დელეგაცია ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას "მწვანე კვირეული 2015"-ს (Gruene Woche 2015) ესწრება.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ,  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბერლინის საერთაშორისო გამოფენა კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენაზე Gruene Woche მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა, ხოლო ვიზიტორების რიცხვი 400 000-ს აღემატება და  მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 

საქართველოს სოფლისმეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე  წარმოდგენილიიქნება ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი,  თხილი და ქართული სამზარეულო -დამზადდება ქართული ტრადიციული კერძები  ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და..  Gruene Woche 2015-ზე ქართულ სტენდზე   წარმოდგენილია  შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „ლომისი“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“.  გამოფენაში ასევე  მონაწილეობენ ტურისტული კომპანია “Like Georgia” და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.

Gruene Woche -ზე  ქართულ  შემოქმედებას ანსამბლი „შვიდკაცა“ წარმოადგენს და  გამოფენის სტუმრებს ტრადიციულ ქართული მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერას გააცნობს.

გამოფენის ფარგლებში, გაიმართება მინისტერიალიც, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრი  ოთარ დანელია დაესწრება.  სოფლისმეურნეობისმინისტრებისსამიტში  მონაწილეობას 70-ზემეტიქვეყნისსოფლის მეურნეობის მინისტრიმიიღებს.

Gruene Woche -ს ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისსურსათისადასოფლისმეურნეობისმინისტრგამართავსმიღებას,სადაცსხვადასხვაქვეყნისსოფლისმეურნეობისმინისტრებსორმხრივიურთიერთობებისდამყარებისადათანამშრომლობისგაღრმავებისსაშუალებამიეცემათ. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, უნგრეთის, თურქეთის, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.

საქართველოს დელეგაციის წევრები არიან მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია.

2015წელს, გერმანიასთანერთადგამოფენის ,,მწვანეკვირეულიპარტნიორქვეყანასლატვიაწარმოადგენს. წელევანდელი კვირეულისძირითადითემა ,,სოფლისმეურნეობისგაძლიერება: სტანდარტებისდაცვითუზრუნველყოფილისურსათიდაკვება“. 

სურსათის, სოფლისმეურნეობისადამებაღეობისსაერთაშორისოგამოფენაGruene Woche 2015   ქ.  ბერლინში 16-25 იანვარს იმართება. აღნიშნული გამოფენა  1926 წლიდანყოველწლიურადიმართება და  სოფლისმეურნეობისპროდუქციისპოპულარიზაციისთვალსაზრისითერთ-ერთიმნიშვნელოვანიღონისძიებაა.