“კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე მოლაპარაკების დაწყებას ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ენგურჰესი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ პასუხიმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, ენგურჰესი ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს.
აღვნიშნავთ, რომ ენგურჰესის ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ენგურჰესის ექსპლუატაციის სრულ ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.