ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმ „მანდარინების“ ოსკარის უცხოენოვან ფილმებს შორის წარდგენას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ტვიტერზე გამოეხმაურა. „მეამაყება, რომ ესტონურ-ქართული „მანდარინები“ წარდგენილია ოსკარზე. სულმოუთქმელად ველი გამარჯვებულის გამოცხადებას“,- წერს ესტონეთის პრემიერი