ივანე ბერიტაშვილის საიუბილეო საღამო

ივანე ბერიტაშვილის საიუბილეო საღამო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება 2015 წლის 16 იანვარს, 15:00 საათზე  გიწვევთ!!!

საიუბილეო სხდომაზე, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 130 წლისთავს.

შესავალი სიტყვა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;

ივანე ბერიტაშვილისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება;

სამეცნიერო მოხსენება: "მეხსიერება და სეპტო-ჰიპოკამპური სისტემა" - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა დაშნიანი;

წიგნის - "მოგონებები ივანე ბერიტაშვილზე" წარდგენა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი;

მოგონებები:

მ. ხანანაშვილი, გ. ბექაია, მ. ზაალიშვილი, ლ. კვირკველია, ნ. ალექსიძე, ნ.სიხარულიძე.

მისამართი: რუსთაველის. გამზ. 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეხუთე სართულის დიდი დარბაზი.

გთხოვთ მობრძანდეთ!!!