PASHA Bank თურქეთის ბაზარზე შედის

PASHA Bank თურქეთის ბაზარზე შედის

თურქეთის საბანკო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის სააგენტომ (BRSA) PASHA Bank-ს, რომელიც აზერბაიჯანის წამყვან კერძო საინვესტიციო და კორპორაციულ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, Aksoy Holding-ისგან TAIB ბანკის საკონტროლო პაკეტის შეძენის უფლება მისცა.      

PASHA Bank-ს და Aksoy Holding-ს ბოლო რამდენიმე წელია მყარი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ, რაც საფუძვლად უდევს თურქეთის ბაზარზე შესასვლელად მათ პარტნიორობას. ორივე მხარემ გააცნობიერა მათი ურთიერთობის გაძლიერების, კომპეტენციის გაზიარებისა და კაპიტალის გამოყენების აღნიშნული შესაძლებლობა.

თურქეთში დაფუძნებით, PASHA Bank ეცდება მოემსახუროს აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის გაზრდილ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს . აღნიშნულ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური აქტივობის ზრდით, PASHA Bank-ის დირექტორთა საბჭო თურქეთის ბაზარზე შესვლას განიხილავს მნიშვნელოვან აუცილებლობად მათი კლიენტების არსებული და პოტენციური საბანკო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.      

ფარიდ ახუნდოვმა, PASHA Bank-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: “მოხარულნი ვართ, რომ გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება Aksoy Holding-თან და მოუთმენლად ველით თურქულ კორპორაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის წამოწყებას. დარწმუნებული ვართ, რომ თურქულ ბაზარს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, კერძოდ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს აზერბაიჯანში, საქართველოში და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებში. ასევე უამრავი შესაძლებლობები არსებობს აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის თურქეთის მცირე და საშუალო საწარმოებში. იმედი გვაქვს, რომ PASHA Bank-ის დაფუძნება თურქეთში ხელს შეუწყობს ვაჭრობას და საინვესტიციო ნაკადებს აღნიშნულ რეგიონში”.           

ბათუ აკსოიმ, Aksoy Holding-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ვიცე თავმჯდომარემ ასევე განაცხადა: PASHA Bank-თან პარტნიორობა და აზერბაიჯანიდან თურქეთის საბანკო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შეტანა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენთვის. დარწუნმუნებული ვართ, რომ პარტნიორობა შექმნის მეტად წარმატებულ, ნიშურ საბანკო პლატფორმას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას როგორც თურქეთში, ასევე მთელ რეგიონში”. 

შაინ მამმადოვმა, PASHA Bank საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა: „მოხარულები ვართ,  გაგიზიაროთ ეს უმნიშვნელოვანესი სიახლე PASHA Bank-ის უკვე სამ ქვეყანაში წარმოდგენის შესახებ. აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში ფუნქციონირებით, დარწმუნებული ვარ, მეტად საინტერესო საბანკო მომსახურების შეთავაზებას შევძლებთ ჩვენი კლიენტებისთვის, რომლებსაც რეგიონალური ბიზნეს საჭიროებები აქვთ.

PASHA Bank-ის შესახებ:

PASHA Bank დაფუძნდა 2007 წელს, როგორც PASHA Holding-ის ნაწილი და გახდა წამყვანი აზერბაიჯანული ბანკი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი კაპიტალის მქონე კორპორაციული კლეინტების მომსახურებაზე. PASHA Bank დაფუძნდა სტრატეგიული მიზნით - მომსახურება გაუწიოს კლიენტებს აზერბაიჯანის არასანავთობო ბიზნეს-სექტორების განვითარებაში, მთავრობის ეკონომიკური დივერსიფიკაციის ძალისხმევების საფუძველზე. ბანკი მუშაობს პატიოსნების, ხარისხის და მომგებიანობის მთავარი ღირებულებებით და მოპოვებული აქვს აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ფინანსური ინსტიტუტის რეპუტაცია. 2013 წლიდან PASHA Bank ფუნქციონირებს საქართველოშიც.

www.pashabank.az  www.pashabank.ge

Aksoy Holding-ის შესახებ:

Aksoy Holding დაფუძნდა 1978 წელს, მოქმედებს 4 ბიზნეს ერთეულში; ნავთობი და ენერგია, ტურიზმი და უძრავი ქონება, საერთაშორისო ვაჭრობა და საბანკო საქმიანობა. ჯგუფის წამყვანი შვილობილი კომპანიებია: include Turcas Petrol, Shell & Turcas Petrol, RWE & Turcas Power, Conrad Istanbul Hotel, Aksoy Middle East and TAIB Bank. Aksoy Holding-ის მიზანია იყოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, დინამიურად მართვადი, უწყვეტად და მდგრადად მზარდი კომპანია თურქეთში. Aksoy Holding-ის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ჯგუფის საერთო აქტივები  1.8 მილიარდ თურქულ ლირას შეადგენს; მისი სააქციო კაპიტალი  2013 წლის დასასრულისთვის 1 მილიარდ თურქულ ლირას აღემატება და ჯგუფში დასაქმებულია დაახლოებით 1,350 ადამიანი.  

www.aksoy.com