„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები მობილიზებულია ჯავახიშვილის აღმართის N21-ის მიმდებარედ, სადაც დღეს დილით, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. საავტომობილო გზის მარჯვენა მხარის უეცრად მოწყვეტის შედეგად, დაზიანდა წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი. ამჟამად, კომპანიის საავარიო ბრიგადები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, წყალსადენის შესაბამისი ქსელების წყლისგან დაცლის მიზნით კი, გადაკეტილია წყალმომარაგება.

 ჯავახიშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი, დღეს დილით, უეცრად ჩაინგრა. აღნიშნულის შესახებ  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზზე შეტყობინების შესვლისთანავე, კომპანიის საავარიო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. ჯავახიშვილის აღმართის აღნიშნული მონაკვეთიდან, კომპანიის ცხელ ხაზზე დაზიანების თაობაზე შეტყობინება დღეს დილამდე არ დაფიქსირებულა.

 ჯავახიშვილის აღმართზე დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს. დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:

ჯავახიშვილის აღმართს, ქიჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, ასევე მარჯანიშვილისა და საქანელას ქუჩების მცირე ნაწილს და  სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას".

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგინოს. წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დამატებით გაცნობებთ.