საახალწლო ნაძვის ხე სოციალურად დაუცველი პრობაციონერების შვილებისთვის

საახალწლო ნაძვის ხე სოციალურად დაუცველი პრობაციონერების შვილებისთვის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულთა შვილებს ბავშვთა გასართობ ცენტრში უმასპინძლა.

ბავშებისთვის სპეციალურად მოწყობილ გასართობ შოუზე პატარების საახალწლო განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

საახალწლო საღამოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი შვილთან ერთად დაესწრო. გიორგი მღებრიშვილმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

„შობა-ახალი წელი იმედთან, განახლებასთან, სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. თუმცა, არიან პატარები, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ჩვენგან კიდევ უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა მათაც ირწმუნონ ამ დღეების განსაკუთრებულობა.

მიხარია, რომ ჩვენი ძალისხმევით,  აქ გამართული წარმოდგენითა და  საჩუქრებით  ბავშვებს  სიხარული მივანიჭეთ. ვფიქრობ, თავად პრობაციონერებიც ნათლად გრძნობენ ჩვენს ყურადღებას და იმედი მაქვს სამინისტროს მხარდაჭერა მათ წარმატებულ რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების შვილებიც ესწრებოდნენ.