საქართველოს პრეზიდენტი პირველი ლედისთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიისგამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება პროექტისმნიშვნელობაზე გაამახვილა.
"ეს ძალზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩემი უახლოესი მეგობრის წამოწყებას ვაგრძელებთ. ის, რასაც დღესვზეიმობთ, ზურაბ ჟვანიამ დაიწყო მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება გადართული იყო გაჭირვებაზე, სიდუხჭირზე,პოლიტიკურ საკითხებზე. ზურამ მაშინ ძალიან ნათლად განსაზღვრა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არისშემოქმედება, მეცნიერება, აზროვნება, ყოველივე ეს კი ახალგაზრდების გასაკეთებელი და მათი შესაქმნელია", -განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება. საკონკურსო ეტაპზე 24 ნომინანტი დასახელდა,ხოლო დღეს მათგან რვა გამარჯვებული გამოვლინდა.
პრემია ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. წელს კი პროექტი ზურაბ ჟვანიას ფონდის ინიციატივითაღდგა. პრემია ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს წლის მანძილზე განხორციელებულიპროექტებისათვის და ემსახურება მათ წახალისებასა და საზოგადოებისათვის თანამედროვე ნამუშევრებისწარდგენას. "წინანდლის პრემია" გადაეცემა 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც ბოლო სამიწლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებში.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტისმრჩეველი სოფიო შამანიდი.
872
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85