ალილო პრეზიდენტის სასახლეში

ალილო პრეზიდენტის სასახლეში

ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს. პრეზიდენტის სასახლეში მისულ მომლოცველებს გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დახვდა და საშობაო საჩუქრები პირადად გადასცა. შობის "მახარობლებმა" ტრადიციული ალილოც შეასრულეს.

პრეზიდენტმა მათ და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული და ბედნიერი წელიწადი უსურვა.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ შობის მშვენიერ დღესასწაულს და მინდა თქვენ გაგიზიაროთ ის სიხარული, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ - ჩვენთან მოვიდნენ ბავშვები და ჩვენ შევძელით კიდევ ერთხელ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის სიყვარულის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.