"საქართველომ ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის პოლიტიკური ტრანსფორმაციის ყველაზე დიდ შედეგს მიაღწია

euobserver.com ევროკავშირის სამეზობლოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სტატიას უძღვნის სახელწოდებით „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები: დემოკრატია ტრანზიციაში“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, რომლებმაც შარშან ზაფხულში ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, პასუხობენ დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე დანარჩენი სამი ქვეყანა: სომხეთი, ბელორუსია და აზერბაიჯანი.

ირინა სოლონენკო

ბრიუსელი: 2015 დასაწყისია. მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ევროკავშირის სამეზობლოში მიმდინარე პლიტიკურ მოვლენებს.

თვალის ერთი გადავლებაც ცხადყოფს, რომ დემოკრატიული პროგრესი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია) არათანაბარია.

ამ ექვს ქვეყანას შორის დიდი განსხვავებაა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელმძღვანელობენ ევროკავშირის სტრატეგიით, ანუ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივით.

თუმცა, თუკი შევხედავთ ბოლო წლების ტენდენციას, რეგიონის ქვეყნები, როგორც ჩანს, შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად.

მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, რომლებმაც შარშან ზაფხულში ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, პასუხობენ დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე დანარჩენი სამი ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი.

მოლდოვა

უკანასკნელ წლებში მოლდოვა იქცა უდავო ლიდერად, ცხადყო რა მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა არჩევნების ჩატარების, პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ევროინტეგრაციის ინდექსის თანახმად, მოლდოვა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

პროევროპული კოალიციები, რომლებიც სათავეში უდგანან ამ ქვეყანას 2009 წლიდან, ამჟღავნებენ პოლიტკურ ნებას, განახორციელონ რეფორმები და მათ უკვე ბევრს მიაღწიეს.

უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს მანდატების უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ჩატარდა ფარული არჩევნები.

გარდა ამისა, მოლდოვა არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. ქვეყანამ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კუთხით.

საქართველო

საქართველოს პოლიტიკურმა ელიტებმაც გამოამჟღავნეს ევროკავშირში ინტეგრაციის მზადყოფნა. მიუხედავად დემოკრატიასთან დაკავშირებით ხარვეზებისა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა გარკვეული რეფორმები და დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, მართლმსაჯულების სისტემისა და საჯარო სამსახურის რეფორმა.

პროევროპული კოალიცია, რომელიც ქვეყნის სათავეშია 2011 წლის შემდეგ, განაგრძობს თავის კურსს მიუხედავად ბოლო დროს წამოჭრილი შიდა პრობლემებისა.

ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსის უკანასკნელი შედეგების მიხედვით (რომელშიც გაანალიზებულია განვითარებად და ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფ 129 ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესს), საქართველომ, ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ შედეგებს მიაღწია პოლიტიკური ტრანსფორმაციის კუთხით 2011 წლის შემდეგ.

უკრაინა

უკრაინა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემებისა და მღელვარების წინაშე დგას ამ ბოლო წლებში. „ნარინჯისფერი“ პოლიტიკური ელიტების უუნარობამ, განახორციელონ დემოკრატიული მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია, გამოიწვია ავტორიტარული ტენდენციების მომძლავრება ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, 2010-2014 წლებში. რეფორმების გატარება მხოლოდ ევრომაიდანის საპროტესტო აქციების წყალობით გახდა შესაძლებელი.

2014 წლის ოქტომბერში უკრაინაში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, უკრაინა რჩება მეტად დისფუნქციურ ქვეყანად, რომელსაც კიდევ წინ აქვს კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება.

სომხეთი

2008 წელს სომხეთში სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც გამოდიოდნენ, სავარაუდოდ, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ქვეყანაში შეიმჩნევა გაუმჯობესება როგორც არჩევნების ჩატარების, ასევე მედიის თავისუფლების კუთხით. გარდა ამისა, ქვეყანაში დაფიქსირდა წინავლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო ადმინისტრირების თვალსაზრისით.

სომხეთი აქტიურად ატარებდა ბრიუსელთან დაახლოების პოლიტიკას 2013 წლის სექტემბრამდე, როცა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან კავშირების გაღრმავება მოიხსნა დღის წესრიგიდან.

შარშან ოქტომბერში სომხეთი შეუერთდა რუსეთს, ბელარუსსა და ყაზახეთს, გახდა რა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი.

აზერბაიჯანი და ბელარუსი

აზერბაიჯანი და ბელორუსი დღესაც უაღრესად ავტორიტარული სახელმწიფოები არიან, სადაც ილახება ადამიანის უფლებები და პოლიტიკური თავისუფლებები.

ზოგიერთი შეფასების თანახმად, აზერბაიჯანში 142 პოლიტპატიმარია. მიუხედავად ამისა, ნავთობისა და გაზის ექსპორტიორის სტატუსი აძლევს აზერბაიჯანს შესაძლებლობას, უგულებელყოს დასავლეთიდან მომავალი კრიტიკა.

მაშინ, როცა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულია ევროკავშირის სანქციები, აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში.

აზერბაიჯანი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, მაგრამ შემდგომში უარყო ეს იდეა და წამოაყენა ალტერნატიული სტრატეგიული მოდერნიზაციის პარტნიორობის შეთავაზება. ბრიუსელის ბერკეტები ამ ქვეყნებში შეზღუდულია და დემოკრატიზაციის პერსპექტივა საკმაოდ სუსტია.

სამოქალაქო ჩართულობა

პოლიტიკური ნება და ძლიერი სამოქალაქო სზოგადოება, რომელთაც ერთვის პროევროპული განწყობა, წარმოადგენს წარმატებული დემოკრატიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს. მოლდოვა, საქართველო და უკრაინა არიან ამის კარგი მაგალითები. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც საქმე გვაქვს რეჟიმის პოზიციების შენარჩუნებაზე, დემოკრატიზაცია იმტავითვე წარუმატებელია. აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი და იანუკოვიჩის პერიოდის უკრაინა ამას ნათლად ცხადყოფენ.

ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტები ინარჩუნებენ ძალაუფლებას პოლიტიკური მოსყიდვის, კორუფციის და პოლიტკური თავისუფლებების განადგურების ხარჯზე. პოლიტიკური გარემოს ლიბერალიზაცია კი დაამსხვრევს იმ საფუძველს, რომელსაც ემყარება რეჟიმი.

ასეთი სისტემისგან მკვეთრად საწინააღმდეგო მიმართულებით წასვლას თუ შესწევს რეჟიმთან დაპირისპირების ძალა.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები და დემოკრატია

არსებობს მეტად საინტერესო პარალელები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობას შორის.

როგორც ჩანს, ევროინტეგრაციის ერთგულება და რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება განუყოფელია ერთმანეთისგან. ასოცირების ხელშეკრულების დანიშნულებაა როგორც აღმსოავლეთის სამეზობლოს ზოგიერთ ქვეყანაში გატარებული რეფორმების აღიარება, ასევე შემდგომი ცვლილებეისთვის ბიძგის მიცემა.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დაადგნენ ამ გზას.

რაც შეეხება განსხვავებს, რომელიც არსებობს ასოცირების ხელშელკრულების ხელმომწერ ქვეყნებსა და იმ დანარჩენ სამ ქვეყანას შორის, რომლებმაც სხვა სახის შეთანხმებებზე გააკეთეს არჩევანი, დროთა განმავლობაში ისინი ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება.

http://euobserver.com/opinion/127032