პრეზიდენტის ნაძვის ხე

პრეზიდენტის ნაძვის ხე

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა  და მაკა ჩიჩუამ იმ სამხედროების შვილებს უმასპინძლეს, რომლებიც სხვადასხვა წლებში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ ან დაშავდნენ.  პრეზიდენტის სასახლეს პატარები მთელი საქართველოდან ესტუმრნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა ბავშვებს ახალი წელი პირადად მიულოცა და მათ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვა.

სტუდია „ბზიკებისა" და მოძრაობის თეატრის მსახიობებმა პატარებისთვის წარმოდგენა გამართეს, თოვლის ბაბუამ კი მოწვეულ სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ღონისძიება ორ დღეს გასტანს