გიორგი მღებრიშვილმა 22 საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვა

გიორგი მღებრიშვილმა 22 საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პენიტენციური სისტემის 22 საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები და და მედალიონები გადასცა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის მთავარი ძალა თანამშრომლებია და სწორედ მათი კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არის გადამწყვეტი.

„ეს ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული გულისხმიერებით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და სტრესული სიტუაციების მართვის უნარით. ისინი არიან მისაბაძი თავიანთ საქმეში და ჩემი მხრივ, მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მე მესმის, რომ თქვენი შრომა ფასდაუდებელია და ძალიან მადლიერი ვარ იმის გამო, რასაც აკეთებთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვემსახურებით. მინდა წარმატება გისურვოთ,  ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ.“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თანამშრომლებმა მინისტრს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება მათ მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს.