კაზრეთში მოშიმშილეთა აქცია დასრულდა

კაზრეთში მოშიმშილეთა აქცია დასრულდა

31 დეკემბერს დაბა კაზრეთში, კომპანია არემჯის მუშებმა დაასრულეს შიმშილობის აქცია.  აქციის მონაწილეებმა ყაჩაღიანის ბროცვზე გაშლილი კარვები აიღეს. აქციის დასრულება გადაწყდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება არემჯისთვის საყდრის-ყაჩაღიანის N 1 უბანზე საქმიანობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გია მუშკუდიანის განცხადებით, პრემიერის გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს კომპანიას შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა, რითაც 3000 დასაქმებულს  შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი.  „ეს გადაწყვეტილება რომ რომ არა 3000 ადამიანი უმუშევრად რჩებოდა. როცა საყდრის-ყაჩაღიანზე საქმიანობის შეჩერების მოთხოვნები ისმოდა, არ ვიცოთ რა გვექნა და გამოსავალს ვერ ვხედავდით, ამიტომაც დავიწყეთ ეს საპროტესტო აქციები და შიმშილობა.  ჩვენდა საბედნიეროდ საკითხი დადებითად გადაწყდა. მადლობა პრემიერს, რომ ესმის ჩვენი პრობლემები, ჩვენი წარმოების მნიშვნელობა  და  პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. “

აქციის მონაწილეთა თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მთელი დაბა ახალ წელს იმედიანად ხვდება. ხოლო თუ სამომავლოდაც  გაჩნდება კომპანიის საქმიანობის გაჩერების საფრთხე, ისინი მზად არიან კვლავაც დაიცვან საკუთარი სამუშაო ადგილები.