„არემჯის“ წარმომადგენლებმა  მთავრობის სახელზე განცხადება შეიტანეს

„არემჯის“ წარმომადგენლებმა მთავრობის სახელზე განცხადება შეიტანეს

კანცელარიაში კომპანია „არემჯის“ 4 თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელთა განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლების მოთხოვნაა, რომ მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

„პრემიერს ვთხოვთ, რომ საწარმოს ლიცენზია გაუგრძელდეს, ხალხმა იმუშაოს და ანაზღაურება მიიღოს, რათა მშვიდად ვიყოთ. თანამშრომელბს შორის ძალიან მოკლე დროში 1 200 ხელმოწერაც დავაგროვეთ და განცხადებასთან ერთად ეს ხელმოწერებიც შეგვაქვს. თუ საჭირო გახდა, ამაზე ორჯერ მეტ ხელმოწერას მოვიტანთ. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. ასე რომ, იმედი გვაქვს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა „არემჯი კოპერის“ ქიმიკოს-ინჟინერმა ლალი დემურაშვილმა.

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კომპანია "არემჯი გოლდს" საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე სამუშაოების ლიცენზია უნდა გაუხანგრძლივდეს.

 ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საყდრისზე კვლევების ჩატარება ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

 "პირველი -3000 ადამიანის სამუშაო ადგილი და მეორე რაიონის შენახვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს კომპანია მთლიანად ინახავს ამ რაიონს. წელიწადში 35-40 მილიონი ლარის ოდენობის მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტია, ასე რომ მეორე მხარეს ჰქონდა არჩევანი მოგვეხდინა ამ არქეოლოგიური ობიექტის კონსერვირება, გაგრძელებულიყო კვლევები, მაგრამ არსებობდა ძალიან დიდი რისკი, რომ ობიექტი დაინგრეოდა. მთავრობის სახელით მსურს დავადასტურო, უნდა გავუგრძელოთ, უნდა მივცეთ კომპანიას საშუალება, რომ გააგრძელოს იქ მუშაობა", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.