კაზრეთელები, საწარმოს შეუფერხებლად მუშაობის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ

კაზრეთელები, საწარმოს შეუფერხებლად მუშაობის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ

30 დეკემბერს დაბა კაზრეთში, კომპანია არემჯის თანამშრომლებმა დიწყეს ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით - მიეცეს კომპანიას საყდრის-ყაჩაღიანიანის

N1 სალიცენზიო უბანზე საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა. ხელმომწერები სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე მუშებს, რომლებიც

უკვე მეცხრე დღეა, რაც ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობენ.

მათი თქმით, საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე საქმიანობის შეფერხებას

მთლიანად კომპანიის გაჩერება მოყვება და ათასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს. „არემჯის“ თანამშრომლების მოთხოვნებს იზიარებს დაბის მოსახლეობაც, კაზრეთელები აცხადებენ, რომ კაზრეთში შემოსავლის სხვა წყარო არ არსებობს,

თითქმის მთელი დაბა სამთამადნო წარმოებაშია დასაქმებული ან არაპირდაპირ დამოკიდებული.

კაზრეთელები შეშფოთებას გამოთქვამენ საყდრისის დაცვის კომიტეტის წარმოამადგენელთა

მოთხოვნის გამო შეჩერდეს ყაჩაღიანზე მინდინარე სამუშოები. მათი თქმით, ის ხალხი, ვინც

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბაბით, წარმოების გაჩერებას ითხოვს იმაზე უნდა დაფიქრდეს, რომ ათასობით ოჯახს ტოვებენ სამსახურის, შემოსავლისა და ხვალინდელი დღის იმედის გარეშე.