პირობით ვადამდე 7 არასრულწლოვანი  მსჯავრდებული გათავისუფლდა

პირობით ვადამდე 7 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

2014 წლის 15 და 29 დეკემბერს პირობით ვადამდე 7 არასრულწლოვანი გათავისუფლდა. სხდომას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთა განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრებთან ერთად არასრულწლოვანთა ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამყარებული იყოს სამართლიანობის პრინციპზე, რაც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას სწორედ იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სარეჟიმო მოთხოვნების დაცვით,  გამოირჩეოდნენ ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში აქტიური ჩართულობით და გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობა.

აღნიშნული 7 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას, ადგილობრივმა საბჭომ სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მათი ქცევა, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა, მათი დამოკიდებულება წარსულში ჩადენილ დანაშაულთან და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.