ამბროლაურში "ბანკი კონსტანტას" ფილიალი გაიხსნა. ფილიალი "კონსტანტას" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქურდიანმა ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ეს რაჭის რეგიონში „ბანკი კონსტანტას" პირველი ფილიალია. ბანკის კლიენტებს 20 იანვრამდე, უფასოდ გაეხსნებათ მიმდინარე ანგარიში და საჩუქრად გადაეცემათ პლასტიკური ბარათი.
მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, „ბანკი კონსტანტა", რომლის აქციების 100%-ის მფლობელი თიბისი ბანკია, საქართველოს მასშტაბით 60 ფილიალს აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს მის მომხმარებლებს რეგიონებსა და ქალაქებში, მიიღონ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი მეურნეობებისა თუ მიკრო ბიზნესების გასავითარებლად.
„ბანკი კონსტანტა" კომერციული ბანკის სტატუსით 2008 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულება მიკრო და მცირე ბიზნესისათვის ფინანსური მომსახურების გაწევაა.