ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ 4000-მდე სახეობის პროდუქტზე საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო

ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ 4000-მდე სახეობის პროდუქტზე საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო

აქცია ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.  როგორც ჰიპერმარკეტის მარკეტინგის დეპარტამენტში აცხადებენ, აქციის ფარგლებში მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ძალიან დაბალ ფასში ყიდვა შეუძლია. ,,ფასდაკლება 4000-ზე მეტ პროდუქტს ეხება,  მათ შორის არის მეთლახი, კაფელი, სამშენებლო ქიმია, საღებავები, საახალწლო სათამაშოები, ავეჯი. მინდა ვთქვა, რომ ,,Çilek”-ს საბავშო ავეჯზე არის 30%-იანი ფასდაკლება. ასევე, ფასდაკლების ფარგლებში გვაქვს იტალიური პრემიუმ კლასის ჭურჭელი, რომელსაც სწორედ ამ აქციის ფარგლებში საკმაოდ დაბალ ფასში  ვთავაზობთ მომხმარებელს. გვაქვს „Baxi“-ს იტალიური გათბობის  ქვაბი 1450 ლარად, ფასდაკლების გარეშე მისი ღირებულება 1550 ლარს შეადგენდა, აქციის ფარგლებში კი მონტაჟის ღირებულებაც შედის“,-აცხადებენ „გორგიაში.“

ჰიპერმარკეტი „გორგია“, რომელიც წერეთლის გამზირზე 140 ნომერში მდებარეობს მომხმარებელს 25 ათასამდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში. მათ ჰიპერმარკეტში გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში,  და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში წარმოებული პროდუქტის შეძენა შეუძლიათ.